ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინდა, ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ საკარანტინო სივრცეში გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ” – გამყრელიძე

„მინდა, ღია ეთერში ბოდიში მოვუხადო ადამიანებს, თუ მათ გარკვეულწილად მოუმზადებელი პირობები დახვდათ. ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დილიდან ინტენსიურად არის ჩართული ამ საკითხში და იქ ყველაფერი წესრიგდება.“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე

აღნიშნული განცხადებით გამყრელიძე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას აქვს საკარანტინო შენობაში მოთავსებული ადამიანის აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ საკარანტინო შენობაში შესაბამისი პირობები არ არის.

იტვირთბა....