ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მცირეწლოვანს, რომელის დედაც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა” – გამყრელიძე

გამყრელიძე

მცირეწლოვანს, რომელის დედაც კორონავირუსით არის დაავადებული, ვირუსი არ დაუდასტურა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გაავრცელა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რომელიც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირისუთ.

„ჩვენი თანამემამულე, რომელსაც გუშინ დილით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა, მას ჰქონდა მრავალმხრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრთან და შვილთან. შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ღამე დასრულდა მისი გამოკვლევა და შვილს არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია. კორონავირუსულ ინფექციაზე პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით, მაღალი ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირატორული ვირუსით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....