ახალი ამბები მთავარი

მარინა ეზუგბაია “მთავარს” შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში ადანაშაულებს და ბოიკოტს უცხადებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მიზეზი “მთავარი არხის” ჟურნალისტის დანახვა გახდა.

ეზუგბაია მოითხოვდა “მთავარ არხს” დაეტოვებინა ინფექციური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. რის შემდეგაც ის გააკეთებდა კომენტარს. ჟურნალისტმა უარი განაცხადა საავადმყოფოდან გამოსვლაზე, რაზეც ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ბოიკოტის ნიშნად კომენტარს არ გააკეთებდა.

საქმე ეხება, 28 თებერვალს “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ფოტოებით იყო ნაჩვენები თუ რა პირობებში უწევთ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს ყოფნა.

არხის განცხადებით აღნიშნული ფოტოები მათ პაციენტებისგან მიიღეს და მხოლოდ ის პრობლემები გადმოსცეს რაზეც ისინი საუბრობენ.

მარინა ეზუგბაია კი ამბობს, რომ ტელეკომპანიამ შეკვეთილი სიუჟეტი გაუშვა.

იტვირთბა....