ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დააკავეს. რადგან ისინი, მთელი დღის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, მათი დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.

“მეტრონომი” ფაქტის დადასტურებას “სუს”-ისგან ელოდება.

იტვირთბა....