ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცზე პროტოკოლით განსაზღვრული მონიტორინგი მიმდინარეობს” – გამყრელიძე

გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, .კორონავირუსით ინფიცირებული 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხდება იმ პირების მოძიება, რომლებთანაც ინფიცირებულ პაციენტს ჰქონდა  კონტაქტი და საჭიროების შემთხვევაში მათ კარანტინში მოათავდებენ.

“ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე პროტოკოლით განსაზღვრული მონიტორინგი მიმდინარეობს. მისი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურები ახორციელებენ. და მიმდინარეობს შესაბამისად ამ კონტაქტების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში კარანტინში მოთავსება”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იტვირთბა....