ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონასგან არ მოგვიწევს” – რა საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს რუსეთ-თურქეთის ომი

თურქეთის ინიციატივის შემდეგ, სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ და ზოგადად, იქ განვითარებულ მოვლენებში როგორი როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონავირუსისგან აღარ მოუწევს…

რა საფრთხეების წინაშე დადგება საქართველო? რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?! საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება. – ეხმაურება ლაგაზიძე მიმდინარე მოვლენებს ჩვენს მეზობლად.

ასევე გასათვალისწინებელი ის ფაქტორიც, რომ უკვე დაიწყო საუბრები თურქეთიდან ამერიკული ბაზების საქართველოში გადმოტანაზე. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ წერდა ცნობილი გამოცემა WASHINGTON EXAMINER.

“თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპისკენ დაძვრის საშუალება მისცა – საქართველოს საზღვრების დაცვა მხოლოდ კორონასგან აღარ მოგვიწევს და ეს გაცილებით რეალური საფრთხეა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურქეთმა ნატოს მიმართა, აამოქმედოს მე-5 მუხლი და რუსეთის მიერ თურქეთის სამხედრო კოლონის დაბომბვა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასოს. ნატო უმძიმესი არჩევანის წინაშე დგას: უარი უთხრას თავდაცვაზე თავის ერთ-ერთ უდიდეს წევრს; რუსეთის ბომბები ასადის რეჟიმს გადააბრალოს და ომი გამოუცხადოს სირიას თუ პირდაპირ აღიაროს რუსეთის თავდასხმა თურქეთზე, გამომდინარე შედეგებით! როგორ და სად გაგრძელდება რუსეთ-თურქეთის ომი: მხოლოდ სირიაში თუ მის ფარგლებს გარეთ; და მთავარი საფრთხე ჩვენთვის – რა მასშტაბს მიიღებს და როგორ მოუბრუნდება რუსეთ-თურქეთის ომი საქართველოს; რა შეიძლება მოსთხოვოს ასეთ შემთხვევაში რუსეთმა საქართველოს და რა პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები დაგვეკისრება, როგორც ნატოს პარტნიორ ქვეყანას?! რა დაემართება თურქულ ლირას და ქართულ ლარს?! საქართველო, სიტუაციის გართულების შემთხვევაში არნახული გამოწვევების წინაშე დგება.” – წერს ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, 29 თურქი გარდაცვლილი სამხედროს გამო, რომელიც რუსული და სირიული ავიაციის მოქმედების შედეგად დაიღუპნენ, თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. თურქმა სამხედროებმა მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასადის შეიარაღებული ძალების ჯგუფებს. არსებობს ინფორმაცია, რომ  სირიის არმიის მხარეს დამწვარია დიდი რაოდენობით ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

იტვირთბა....