ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ადრეც ვიომეთ რუსეთთან და ახლაც ამას გაავაკეთებთ, შურისძიება სასტიკი იქნება” – თურქეთი ომისთვის ემზადება

29 თურქი გარდაცვლილი სამხედროს გამო, რომელიც რუსული და სირიული ავიაციის მოქმედების შედეგად დაიღუპნენ, თურქეთმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. თურქმა სამხედროებმა მძიმე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს ასადის შეიარაღებული ძალების ჯგუფებს. არსებობს ინფორმაცია, რომ  სირიის არმიის მხარეს დამწვარია დიდი რაოდენობით ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამასთან სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა დაბლოკა ფეისბუქის, ტვიტერის და ვოტსაფის ქსელები, რისი მიზანიც დროებით საინფორმაციო ნაკადის შეჩერებაა.

თურქეთის მხრიდან სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მზადყოფნაშია ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები. პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ასადის რეჟიმისთვის ომის გამოცხადების საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა, ახალი ფართომასშტაბიანი რეგიონალური კონფლიქტი დაიწყოს.

ერდოღანის მრჩეველმა მესუტ ქასინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთთან ომისთვის. “რუსეთი, სადაც 25 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს შიგნიდან დაინგრევა. ჩვენ ადრე 16-ჯერ ვიომეთ რუსეთთან და ახლაც იმავეს გაავაკეთებთ, ჩვენი შურისძიება ძალზე სასტიკი იქნება“ – განაცხადა ქასინმა.

იტვირთბა....