“მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის…ეს იყო პასუხი ხელისუფლებისგან, მაგრამ ივანიშვილმა და გახარიამ უნდა იცოდნენ – როგორც კი გამომწერენ, პირველი იქნება ისევ აქცია ან გახარიას უწყებასთან, ან ივანიშვილის უწყებასთან.”
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი – ზვიად კუპრავა
აღნიშნული განცხადებით კუპრავა, თავდასხმის დეტალებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ ზციად კუპრავას თავდამსხმელები საცხოვრებელ კორპუსთან დახვდნენ.