მთავარი ციტატა

“თუ 110/40-ზე შემოთავაზება არ არის არ იყოს, იმიტომ, რომ მაინც არავინ დათანხმდება”

 

„ფუნდამენტურ განსხვავებას არ გვაძლევს 100/50-ზე თუ 110/40-ზე, მე ამიტომ განვაცხადე ეს ცალსახად. ახლა, თუ არ არის შემოთავაზება და ამას ამბობს „ქართული ოცნება“, კი ბატონო, არ იყოს, იმიტომ, რომ მაინც არავინ დათანხმდება ამ რიცხვებსაც”

გიორგი ვაშაძე- „ახალი საქართველოს“ ლიდერი

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში “ქართული ოცნების” და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა  ოპოზიციას 110/40-ზე მოდელი შესთავაზეს. მთავრობის ლიდერებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს.

იტვირთბა....