მთავარი ციტატა

“ჯერჯერობით იტალიიდან ფრენების შეზუდვას არ განვიხილავთ”

“ამ მომენტში, ჯერჯერობით ჩვენ იტალიიდან ფრენების შეზუდვას არ განვიხილავთ.იცით, რომ ორი ქვეყანა, ვისთანაც ფრენების შეზღუდვები გვაქვს, ეს ჩინეთი და ირანია”

დავით ზალკანიანი-საგარეო საქმეთა მინისტრი

შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.

 

იტვირთბა....