მთავარი ციტატა

“ქვეყანა მზად უნდა იყოს, თუ კორონავირუსი პანდემიის სახეს მიიღებს”

“ქვეყანა მზად უნდა იყოს, თუ ეს ვირუსი ქვეყნის შიგნით მიიღებს პანდემიის სახეს. პანდემიასთან ბრძოლის მიმართ არსებობს გამოცდილება…. მთავარია სოლიდარობა ადამიანებს და მოქალაქეებს შორის”

პაატა იმნაძე- დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. 50 წლის მამაკაცი ირანიდან აზერბაიჯანში სამარშუტო ტაქსით ჩავიდა და აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლის დროს ქართველმა მებაჟეებმა ის შეამოწმეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. (იხილეთ ვიდეო) ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იტვირთბა....