„დეტალებზე დღეს არ ვისაუბრებ. არის გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, რომელიც ამ რიცხვებს უკვე მეორე ხარისხოვანს ხდის. ასე რომ, დღეს დეტალებზე არ ვისაუბრებ. ყველა მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იქეთკენ, რომ მთავარ პრინციპებზე შეთანხმება მოხდეს“
არჩილ თალაკვაძე- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირისა და გერმანიის ელჩები, ასევე აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მანდატების გადანაწილების 110/40-ზე მოდელი წარმოადგინა.