აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ირანიდან საქართველოში შემოსული მოქალაქის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მათ გაანალიზეს საბაჟოდან ამოღებული კადრები, როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა და დადგინეს, რომ მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და ცვლილება არ შეინიშნებოდა.
„შესაძლოა, 10-12 საათის განმავლობაში, რაც მას დასჭირდა საქართველოს საზღვრამდე გზისთვის, გამოვლინდა დაავადების სიმპტომები. ყველა პირი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას, საქართველოს მოქალაქესთან, (მათ შორის მებაჟეები, მესაზღვრეები და ექიმები) ჰქონდა კონტაქტი, სამედიცინო კონტროლზე არიან აყვანილნი“, -განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან დაბრუნდა.