„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა”
კახაბერ გვანცელაძე-თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს საქართველოშიც დაფიქსირდა. დაინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.