ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვალების 2700 შემთხვევაა დაფიქსირებული, აბსოლუტური უმეტესობა – ჩინეთში. რაც შეეხება დაფიქსირებულ შემთხვევებს, ჯამში კორონავირუსით 80 000 ადამიანია დაინფიცირებული ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიკისა.
ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მაქსიმუმი იტალიაში ფიქსირდება. იტალიაში კორონავირუსით 320 ადამიანია დაავადებული, 12 მათგანი კი გარდაიცვალა.
ლათინოამერიკულ ქვეყნებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბრაზილიაში დაფიქსირდა.
მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაცია და ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადება ძალიან ადრეა, მაგრამ დროა, მოვემზადოთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისათვის 14 პაციენტი იმყოფება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტებს ტესტი ჩაუტარდათ და საბოლოო შედეგები 1-2 საათში გახდება ცნობილი.