ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
“ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში.
ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას.
როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში”
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.