მთავარი ციტატა

“პარტია, რომელსაც მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერა არ აქვს, არ უნდა მონაწილეობდეს მთავრობის ფორმირებაში”

“ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არ გააჩნია მოსახლეობის 40%-ის მხარდაჭერა არ უნდა შეეძლოს მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობა. ვთანხმდებით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაბრუნდეს გიგი უგულავა. ამ დრომდე ამ მოთხოვნების მიმართ  საერთო ოპოზიციური ხედვა ერთიანია”

თინათინ ბოკუჩავა- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის 7 კანდიდატზე შეთანხმდა. აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მეხუთე შეხვედრა ჩაიშალა, რადგან ოპოზიიციის ერთ – ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააპატიმრეს.

იტვირთბა....