ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 4 პაციენტიდან ერთს ტემპერატურა უფიქსირდება

ირანის ორი და საქართველოს სამი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. მათ ლაბორატორიულად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

რაც შეეხება კლინიკაში ამ დროისთვის მყოფი ოთხი პაციენტიდან ტემპერატურა მხოლოდ ერთს უფიქსირდება.

“24-25 თებერვალს შემოვიდა ცხრა პაციენტი, მათგან ოთხი შემოვიდა გუშინ და ხუთი დღეს. ცხრა პაციენტიდან ორი იყო ირანის მოქალაქე, ირანელი, ყველა დანარჩენი საქართველოს მოქალაქე. საავადმყოფოში დარჩენილ საქართველოს ოთხ მოქალაქეს უტარდება რენტგენოლოგიური და სხვა ლაბორატორიული გამოკვლევები. დარჩენილი ოთხი მოქალაქიდან, მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურა, დანარჩენ სამს არა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საბოლოო პასუხის გაცემა ჩვენ შეგვიძლია, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხების მიღების შემდეგ. ის ოთხი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში რჩება, ჩვენი მონაცემებით არ ჰგავს კორონავირუსით ინფექციას, მაგრამ ვაგრძელებთ დაკვირვებას და მკურნალობას“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იტვირთბა....