ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას „იერუსალიმ პოსტი“ ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.