„100 მილიონზე მეტია ეს თანხა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია 200 მილიონსაც გადაცდა ეს თანხა. საუბარია იმაზე რომ ეს თანხა ვიღაცამ პირდაპირ აიღო ბიუჯეტიდან და მოიპარა. ჩვენ ვიბარებდით მინისტრს იმაზე, რომ სწორედ ამაზე კითხვები დაგვესვა და გვესაუბრა, იქნებ ისიც ჩართულია ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში და პირიქით ჩვენი მხარში დგომა სჭირდება, 100 მილიონზეა საუბარი, ასეთი დიდი ფინანსური მაქინაცია ბოლო 25 წელიწადია არ მომხდარა საქართველოში.“
„დამოუკიდებელი დეპუტატები“ წევრი – ლევან კობერიძე
აღნიშნული განცხადება კობერიძემ, “ფორმულას” ეთერში, ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარის გაფლანგვასთან დაკავშირებით გაავრცელა.