მთავარი ციტატა

„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს” – მაჭავარიანი

„ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ”

ივანე მაჭავარიანი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე გაიზრდება.

 

იტვირთბა....