ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთავარმა არხმა“ ფრანგულ კომპანიას წინასაარჩევნო კვლევა დაუკვეთა, რომლის შედეგებიც ტელეკომპანიამ უკვე გაასაჯაროვა

ფრანგული კომპანია „იფსოსმა“(IPSOS) ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაკვეთით კვლევა ჩაატარა, რომელიც ტელეკომპანიამ გაასაჯაროვა.

კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა: ” როგორ მისცემდით ხმას, ხვალ რომ ორი სუბიექტი იყრიდეს კენჭს, გაერთიანებული პროდასავლური ოპოზიცია და “ქართული ოცნება”?“.

კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად  გადანაწილდა: პროდასავლური ოპოზიცია – 55 %; „ქართული ოცნება“ – ბიძინა ივანიშვილი 39% .

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ჯამში გამოკითხულთა 6% დაუჭერს მხარს.

ასევე, გამოკითხვის ფარგლებში, დასმული იყო შეკითხვა: “რამდენად ეთანხმებით დებულებას, რომ რამდენიმე პარტია ხელისუფლებაში (ანუ კოალიციური მთავრობა) ქვეყნისთვის სასარგებლოა “, რაზეც შემდეგი პასუხები გამოიკვეთა: სრულიად ვეთანხმები 39.2%; მეტნაკლებად ვეთანხმები 29.8%; არ ვეთანხმები 10.4%; ვეწინააღმდეგები 10%.

ფრანგულმა კომპანია კვლევის ფარგლებში  1500 ადამიანი, 27 იანვარი-5 თებერვალი შუალედში გამოკითხა.

 

იტვირთბა....