დღეს საქართველოს რაგბის კავშირში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პოსტისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოლებს: გოჩა სვანიძე , ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე იმედოვნებს, რომ ქართული რაგბი გაცილებით წარმატებული იქნება.
“დღეს წყდება რაგბის ბედი, ცვლილების დროა. ბოლო 4-მა წელმა ეს დაგვანახა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაგბი წინ წავიდეს,” – განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
რაგბის კავშირის იურისტი ედუარდ ნაჭყებია აცხადებს, რომ არჩევნებზე რეგისტრაცია პირველ საათზე დაიწყება.
“ვადასტურებთ, რომ სამი კანდიდატურაა. პირველ საათზე დაიწყება რეგისტრაცია. ოფიციალურად განაცხადი არ შემოუტანია არავის,”- განაცხადა ედუარდ ნაჭებიამ.