ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რადგან ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, შესაძლოა, მისი მხრიდან მეტი კომპრომისი იყოს საჭირო“, – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, უმრავლესობისა და ოპოზიციის შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, მიუხედევად იმისა, რა შედეგებით დასრულდება.

როგორც ომბუდსმელი ამბობს, რომ პროცესში ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და შესაბამისად, კომპრომისზე წასვლაც მეტად მოეთხოვება.

“მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნას მიღებული კონსესუსური გადაწყვეტილება. ვისგან უფრო მეტი კომპრომისული ნაბიჯი იქნება გადადგმული – ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, შესაძლოა, მისი მხრიდან მეტი კომპრომისი იყოს საჭირო”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ხელისუფლება ოპონენტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებას თვის ბოლომდე სთავაზობს. ამ ეტაპზე ოპოზიცია კვლავ უარზეა და მთავარი მოთხოვნების – პოლიტიკური მოტივით დაკავებულთა გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.

იტვირთბა....