“ტყეში ვიყავით დაბინდებისას მე და ჩემი თანასოფლელები, როდესაც დაგვაკავეს. ჩემი თანასოფლელები გამოიქცნენ და მე დამაკავეს. სამნი იყვნენ თუ ოთხნი, არ ვიცი, სად წამიყვანეს. გადამიყვანეს, დამკითხეს და გამიშვეს ციხეში”
ალექსანდრე შიუკაშვილი, სოფელ კირბალის მკვიდრი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი გათავისუფლდა. იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.