საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 16 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი გათავისუფლდა. იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
გათავისუფლებულ მოზარდს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც მას ოჯახის წევრები ელოდებიან.
მოზარდის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტებმა 16 წლის მოზარდი დღეს დააკავეს.