”მეზობელი ირანის ყველა პროვინციას მასობრივად მოედო სასიკვდილო კორონავირუსის ეპიდემია. რეალურია საფრთხე არამარტო ინფექციის შემოტანის, არამედ, ამ არასტაბილური ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს საქართველოს კარი სადღეღამისო სუპერმარკეტივით მთლიანად ღიაა. სასწრაფოდ! დღეიდანვე აკრძალულიქნას ადამიანთა მიმოსვლა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან-სახმელეთო, საჰაერო საზღვაო გზებით და მესამე ქვეყნების გამოყენებით”
შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა.