ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ აქციას მართავს. მონაწილეები ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, პარლამენტის შენობის გაყიდვა ქუთაისის განვითარების პერსპექტივისთვის საბოლოო განაჩენია. მათვე განცხადებით, ხელისუფლება ქუთაისის განვითარებას მიზანმიმართულად ებრძვის.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა პროგრამის ნაწილი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებაც იქნება.

აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

იტვირთბა....