ახალი ამბები მთავარი ციტატა

“კიბერშეტევა ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად” – გახარია

“შარშან ოქტომბერში საქართველომ სრულიად უგუნური კიბერშეტევა განიცადა, რომელიც შეეხო სახელმწიფოს, მედიას და ბიზნესსუბიექტებს. ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. ჩვენ დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას.”

პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია

სოციალური ქსელი – “ტვიტერი”

აღნიშნული განცხადებით გახარია ეხმაურება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ განხორციელდა.

 

იტვირთბა....