“მე მოვიკითხე, ვანო რამ გათქმევინა ეს ორი გვამი, რასთან დაკავშირებით გაქვს ნათქვამი, ბიჭებსაც ვკითხე და როგორც მითხრეს, იმიტომ თქვა, რომ მას ერთი ნაწილი ეუბნებოდა, ეს ადამიანები არიან გაქცეულები და მეორე ნაწილი ეუბნებოდა, რომ ეს ადამიანები სროლის დროს არიან გარდაცვლილები. ამიტომ ვანო იძახდა, რომ თუ გარდაცვლილები არიან მომიტანეთ ის ორი გვამი. ცოცხალი ან მკვდარი.”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი – გიორგი ბარამიძე
აღნიშნული განცხადება ბარამიძემ, “ტვ პირველის” ეთერში გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა, ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გახმაურებულ ვიდეოს, სადაც ყოფილი მინისტრი ითხოვს ორ გვამს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს, ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა და მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა.