“მათი პარტიის ლიდერმა გავრილოვი ჩამოათრია და პარლამენტში დასვა და ელენე ხოშტარიას, რომელიც საქართველოს დროშით ავიდა ტრიბუნაზე და გავრილოვი იქიდან გააძევა, აქციას უწყობენ. კომკავშირლებს, ცეკას ინსტრუქტორებს და კაგებეშნიკ სტალინისტებს “რუსეთუმე საბჭოთა ჰიმნით” როგორ დასცინე, ღირსება შეგველახაო. ეს აფერისტები ესენი. თან ისიც ვერ გაურკვევიათ, ხოშტარიაა თუ ხოფერია, ელენე თუ ეკა, ჟურნალისტი თუ პარლამენტარი. ყველაფერში ქოცები როგორ არიან. ეგრე განაგრძეთ და უფრო მალე ჩამოგშლით. ”
“ევროპული საქართველოს” წევრი – ოთო კახიძე
“ციტატა”
აღნიშნული განცხადება კახიძემ, “ევროპული საქართველოს” ოფისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უკვე მეორე დღეა, “ევროპული საქართველოს” ოფისთან აქციას მართავენ. ისინი, პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ დეპუტატებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დატოვონ მანდატები.
აქციაზე, ხოშტარიას მხარდასაჭერად მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.
როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციაზე მყოფი ახალგაზრდები გულწრფელები არ არიან და ისინი “ქართული ოცნების” მიერ არიან მართულები.
გენერალური პროკურორობის კანდიდატურაზე, ირაკლი შოთაძის დამტკიცებასთან დაკავშირებით, “ევრუპული საქართველოს” წევრებმა, პარლამენტში, პროტესტის ნიშნად ჩართეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.