ზუგდიდში, ლომბარდის ძარცვის მცდელობის ბრალდებით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, შემთხვევა ზუგდიდში გუშინ, 18 თებერვალს მოხდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ძრაცვის მცდელობაში ბრალდებული რამდენიმე პირი გუშინვე, ხოლო ერთი დღეს დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 19-178-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.