მთავარი ციტატა

“არც ერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან სეპარატიულ მოლაპარაკებებს არ გეგმავს”

“არავითარი ინდივიდუალური მოლაპარაკებები არ იქნება. თუ იქნება, ეს იქნება ერთადერთი ინაშვილის პარტიასთან. მე ვიცი დაზუსტებით, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებასთან სეპარატიულ მოლაპარაკებებს არ გეგმავს”

კახა კუკავა – “თავისუფალი საქართველო”

“ტვ პირველი”

შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხებზე, ხელიფლება მზად არის, როგორც მთლიანად ოპოზიციასთან, ისე ცალკეულ პარტიებთან ისაუბროს.

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო საკითხებზე, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია გუშინ, 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება  ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა. მეხუთე რაუნდის გამართვაზე კი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

დიალოგი მხარებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

 

იტვირთბა....