aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, ასევე მზად ვართ, შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს”

“ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მთლიანად ოპოზიციას, მათ წარმომადგენლებს, ასევე მზად ვართ, შევხვდეთ ცალკეულ პარტიებს, ინდივიდუალურად განვიხილოთ, რისი მზაობაც მათ აქვთ და ამის პრობლემა არ არსებობს… რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ პარტიას და მის შენაერთებს არ აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეთანხმება მოხდეს, თუმცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება აუცილებლად მოხდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძე – თბილისის მერი, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი

აღნიშნული განცხადება კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, საარჩევნო საკითხებზე, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია გუშინ, 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლება  ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს. 

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ოთხი რაუნდი უშედეგოდ გაიმართა. მეხუთე რაუნდის გამართვაზე კი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი მას შემდეგ განაცხადეს, რაც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

დიალოგი მხარებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

 

 

იტვირთბა....