„როგორც ჩანს, ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ. ეს არის პრინციპი „გათიშე და იბატონე“, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ვინმე მოლაპარაკებაზე მივა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზული პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება. ეს არის დროის გაწელვის ნაცადი ფანდი”
რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება გოცირიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გუშინ, 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.