“ხისტმა რიტორიკამ, რომელიც თავის დროზე საქართველოს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ აირჩია, მიგვიყვანა შეიარაღებულ კონფლიქტამდე 2008 წელს.”- აცხადებს უკრაინულ გამოცემასათან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.
როგორც ვოლკერი აღნიშნავს, სააკაშვილის ხისტ რიტორიკაზე პურინმა აგრესიით უპასუხა, რის შედეგადაც მან დაიწყო ომი.
” პუტინი უკიდურესად ნერვიულად რეაგირებდა ხისტ რიტორიკაზე, რომელიც სააკაშვილმა მისი მისამართით აირჩია – არა მხოლოდ ნერვიულად, არამედ აგრესიულადაც კი. მიმაჩნია, რომ ეს გახდა ერთ-ერთი შემადგენელი იმისა, თუ რატომ დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ამან შეუძლებელი გახადა ნებისმიერი რუსულ-ქართული ურთიერთობები“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ახლანდელ მთავრობას რუსეთთან მიმართებაში სხვა რიტორიკა აქვს არჩეული.
„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თბილისმა ჩააბარა ოკუპირებული ტერიტორიები ან დაივიწყა რუსული აგრესიის შესახებ“, – ამბობს დიპლომატი.