ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 000-ს აჭარბებს

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2004-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, 24 საათში ვირუსის ახალი 1 749 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში 29 იანვრიდან დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულია 75 000-ზე მეტი ადამიანი.

ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაშიც, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 613-ს გადააჭარბა, მათი ძირითადი ნაწილი პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემზე გამოვლინდა. ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩრდილოეთ კორეის შემდეგ ჩინეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას დროებით რუსეთიც აუკრძალავს.

კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 27 ქვეყანაში ფიქსირდება. ინფიცირების შემთხვევები ფატალურად დასრულდა ჰონგ-კონგში, ტაივანში, იაპონიაში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.

იტვირთბა....