მთავარი ციტატა

“საქართველოს ექვსი წლის განმავლობაში, ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი”

“ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელმაც თავის დროზე, თავისი მოქმედებებით დაამტკიცა, როგორც კი კითხვები გაჩნდა ზოგადად, პროკურატურასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაშინვე დატოვა თანამდებობა. ეს კიდევ იყო დამატებითი მოტივაცია უმრავლესობაში, რომ მისთვის მხარი დაგვეჭირა. საქართველოს ექვსი წლის განმავლობაში, ეყოლება ღირსეული და ობიექტური პროკურორი. ეს არის გარანტირებული”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

აღნიშნული განცხადება მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან, ირაკლი შოთაძის გენპროკურორის პოსტზე დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

შეგახსენებთ, შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, არც ერთი წასულა. 

კენჭისყრას საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” არ ესწრებოდნენ.

გენპროკურორობის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. ის საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ პოსტზე მთავარ კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად 7 თებერვალს აირჩია.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

იტვირთბა....