“საქმიდან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა იქნება თავის სიმაღლეზე… ვერც გენერალური პროკურორი და ვერც სხვა ვინმე ვერ გაბედავს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მიკერძოებულად. გამოჩნდება, რომ სწორედ ასეთი პროკურორი იქნება ირაკლი შოთაძე”
გიორგი ვოლსკი – საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებთან, ირაკლი შოთაძის გენპროკურორის პოსტზე ხელმეორედ დამტკიცების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, არც ერთი წასულა.
კენჭისყრას საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” არ ესწრებოდნენ.
გენპროკურორობის კანდიდატს დეპუტატებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ მოუსმინეს. ის საპროკურორო საბჭომ აღნიშნულ პოსტზე მთავარ კანდიდატად ფარული კენჭისყრის შედეგად 7 თებერვალს აირჩია.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.