aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო): “გაბედეს” წევრები ივანიშვილის სახლთაან შეიკრიბნენ და სიმბოლური საჩუქარი მიუტანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოძრაობა “გაბედეს” წევრები ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნენ, სადაც ისინი ირაკლი შოთაძის გენპროკურორის პოსტზე მეორედ დაბრუნებას აპროტესტებენ.

ვინაიდან, დღეს ივანიშვილს დაბადების დღე აქვს, აქციის მონაწილეებმა მას სიმბოლურად, ყუთში შეფუთული საჩუქარი მიუტანეს.

საჩუქრად მათ საჰაერო ბუშტები და წარწერით – “სინდისი”  ჩარჩოში ჩასმული სურათი მიუტანეს.

“ივანიშვილს არ გააჩნია სინდისი, მას არ გააჩნია მორალი. მან არაერთი დაპირება გასცა ქართველი ხალხის წინაშე და მან ყველა მისი დაპირება ჩააგდო”,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დღეს საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოათაძის დაბრუნებას აპროტესტებენ. ისინი შოთაძეს ივანიშვილის მონას და მისი დავალებების შემსრულებელს უწოდებენ.

პარალელურად, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან. კენჭისყრაში მონაწილეობა არ იღებენ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების წარმომადგენლები.

იტვირთბა....