“საბჭოთა და რუსული ჰიმნი ერთი და იგივე მელოდიაა. მე ვფიქრობ, ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისივე მელოდიით შემოვიდნენ, ვინაიდან ადამიანი, ვინც მომსწრეა იმ პროცესების, რაც საქართველოში, სამწუხაროდ, ვითარდებოდა 2008 წლის წინა პერიოდში, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ იმ რეალური სტრატეგიული გეგმის დარღვევით, რაც შემოგვთავაზეს ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა, უზრუნველყოფილ იქნა რუსული სტრატეგიული ინტერესების გატარება საქართველოში. დღეს სიმბოლური იყო, რომ სწორედ ეს ადამიანები რუსული ჰიმნით დაიარებიან პარლამენტის შენობაში”
გიორგი ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი
აღნიშნული განცხადება ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.