მთავარი ციტატა

“ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები” – კობახიძე ხოშტარიასა და ნადირაშვილზე

„არიან “სასოწარკვეთილი დიასახლისები და ესენი არიან “სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები”, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე, რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელი წარმოსადგენი. პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ. “ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა”

 

ირაკლი კობახიძე – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდელო ორგანოს თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციის წევრები შეიჭრნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

იტვირთბა....