ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შოთაძეს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენპროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს’, – კობახიძე

უმრავლესობის წევრი  ირაკლი კობახიძე  პარლამენტთან მიმდინარე აქციას აფასებს და აცხადებს, რომ „ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის.”

კობახიძემ გენერალური პროკურორის კანდიდატთან, ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი მის პროფესიონალიზმს გაუსვა.

მისი სეფასებით, შოთაძეს აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს

„ადრე 200 ნაცი იდგა ხოლმე ამ აქციებზე, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. ეს თავებიც მიანიშნებს იმაზე, რომ არავითარი კრიზისი არ არის. “ნაცმოძრაობას” უნდა, რამენაირად აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტილით ცდილობენ ამის გაკეთებას, თუმცა რესურსი, როგორც ხედავთ, არანაირი არ აქვთ. რაც შეეხება კანდიდატურის დამტკიცებას, გადაწყვეტილება მიიღება საერთო სურათის გათვალისწინებით. ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი, მან თავის დროზე გადადგა ღირსეული ნაბიჯი, აქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ გენერალური პროკურორის პოზიციაზე დაბრუნდეს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ წუთებში პარლამენტის პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურას კენჭს უყრიან. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი შოთაძის კანდიდატურას ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტტან საპროტესტო აქციებს მართავენ.

იტვირთბა....