ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

LIVE: აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სიტყვით მიმართავენ

პარლამენტის შენობის შესასვლელთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სიტყვით მიმართავენ.

12:00 საათზე პლენარული სხდომის დაწყებასთან ერთად, აქციის მონაწილეები აქცია-პერფორმასს დაიწყებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზურა მელიქიშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკიდეურესად რთული ვითარებაა და ხელისუფლება ამისტვს არაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” იცავს  უსამართლობასა და გაჭირვებას, რაც ქვეყანაში არსებობს.

Gepostet von მეტრონომი • Metronome am Montag, 17. Februar 2020

გენპროკურორად ირაკლი შოთაძის მეორედ დანიშვნას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ბოიკოტს უცხადებს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ.

საპარლამენტო ოპოზიცია და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად არჩევის პროცესს ემიჯნებიან. შესაბამისად, დღეს პლენარულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხოლოდ უმრავლესობა უყრის კენჭს.

იტვირთბა....