ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “ამის მონა ხართ თქვენ” – რა ხდებოდა დღეს პარლამენტში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ყოფილ გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ, ხმაური იყო.

სხდომის დაწყებამდე, დარბაზში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შოთაძეს “ივანიშვილის მონა” არაერთხელ უწოდეს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ოპოზიციის მიერ მოწყობილი პერფორმანსი მოგვიანებით შეაფასა და განაცხადა: “„თუ ბოკუჩავა და ხოშტარია ფიქრობენ, ამით მე დავრჩი შეურაცმყოფელი, ცდებიან”.

 

 

იტვირთბა....