გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი ირაკლი შოთაძე სხდომის დაწყებამდე ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენეს შეურაცხყოფა.
როგორც შოთაძე აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხი მიეღოთ, მაგრამ ამაზე უარი განაცხადეს.
„სამწუხაროა ეს გარემოება, რაც აქ მოხდა. ამ ყველაფრის მომწობს ჰქონდათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. მარა მათ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. თუ ისინი ფიქრობენ, ამით მე დავრჩი შეურაცმყოფელი, ცდებიან. მსგავსი ქმედებებით მხოლოდ ისინი დარჩნენ შეურაცმყოფელები. მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამ არ უშველა, ამას ვიტყვი მათზე“,-განაცხადა ირაკლი შოტაძემ.
ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. სხდომას ოპოზიციის ნაწილი არ ესწრება.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ ფორმით შოთაშის დაბრუნება გააპროტესტეს და მას ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. ამასთან, მოსმენის ფონზე პარლამენტის გარეთ სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად გენერალურ პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა 7 თებერვალს შეარჩია. შოთაძის კანდიატურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვალ წარსდგება, სადაც მას დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ.