ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

“შეეშვი კადიროვს, თორემ თავს მოგაძრობ, მოგკლავთ!” – ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ და წერილი გაუგზავნეს

რუსული პოპულარული გამოცემის, “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტს, მარინა მილაშინას და მასთან ერთად მყოფ ადვოკატს მარინა დუბროვინას, გროზნოში, სასტუმრო “კონტინენტში” თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “ნოვაია გაზეტასთან” ერთად, რამდენიმე რუსული მედიასაშუალება ავრცელებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ გამოძიებით არავინ დაინტერესებულა. უფრო მეტიც, არსებობს სასტუმროში თავდასხმის ამსახველი შიდა ვიდეოკადრები, რომლებიც საერთოდ არ ჩანს, არადა საუბარია 27 კამერაზე.

მილაშინა აცხადებს, რომ მათი ვიზიტი ჩეჩნეთში, უკანონოდ დაკავებულ პატიმრებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც სასტკად იყვნენ ნაწამები. მისი თქმით, ათობით საქმეა ჩეჩნეთში, რომლებიც უშუალოდ ეხება როგორც ჟურნალისტების, ასევე რიგითი მოქალაქეების წამების ფაქტებს, თუმცა დღემდე გამოძიებას ერთი საქმეც კი არ გაუხსნია.

მოგვიანებით, მილაშინამ უცნობი ადრესატისგან წერილი მიიღო: “მადლობა თქვი, რომ საერთოდ არ მოგკლეს. იცოდე, დაივიწყე საერთოდ, შეეშვი რაზმან ახმეტოვიჩ კადიროვს და ჩეჩნეთს, თორემ თავს მოგაძრობთ. იცოდე, სიკვდილით დაგსჯით!

 

 

 

 

იტვირთბა....