ახალი ამბები მთავარი სამართალი

დღეს გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდება

გიორგი რურუა

საქალაქო სასამართლოში დღეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილეს, გიორგი რურუას საქმის განხილვა გაგრძელდება.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა იტყვის შესავალ სიტყვას. რურუას ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება გააჩნია და ეს საქმე პოლიტიკურია.

მას შემდეგ,, რავ „მთავარმა არხმა“ ციხეში გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა, საქმეზე გამოძიება გაგრძელდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ შედიან ბრალდებულ გიორგი რურუას საკანში და მისი ნების საწინააღმდეგოდ, იღებენ იმ ნივთებს, სადაც პატიმრის დნმ-ის ნიშნებია დატოვებული.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....