მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო.