ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა, პარლამენტის შენობის შიგნითაც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ” – ბოკუჩავა

“პარლამენტის შენობის გარეთ პროტესტი აუცილებლად იქნება” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის არჩევას.

„პარლამენტის შენობის გარეთ პროტესტი აუცილებლად იქნება. ეს პროტესტი საერთო ოპოზიციურ ფორმატშია შეთანხმებული. ბუნებრივია, შეუძლებელია პროტესტის გარეშე შეხვდეს ოპოზიცია შოთაძის დანიშვნას, რომელიც ივანიშვილმა თავის დროზე საზოგადოებრივი წნეხისა და სკანდალის ფონზე გაუშვა. ბუნებრივია, ბოიკოტის რეჟიმი არ დაირღვევა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ რამდენიმე დეპუტატმა ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის მიზნით, პარლამენტის შენობის შიგნითაც გარკვეული მოქმედებები დავგეგმოთ, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც იურიდიულ კომიტეტზე ხდება, თუ სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე.

როგორც წარსულში, ახლაც „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მჭიდრო კოორდინაციაშია, იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. სწორედ ერთობლივი ძალებით ვაპირებთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. საინტერესოა, ამჯერად რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომელთაც დაკარგული აქვთ სახე და საზოგადოების ნდობა. ასევე შოთაძეს, რეციკლირებულ პროკურორს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ყოველგვარი ნდობა დაკარგული აქვს. საინტერესოა, მას რომელი შესასვლელიდან შეაპარებენ. ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან და სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად პარლამენტის ყველა შესასვლელთან ვიყოთ“,-განაცხადა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....